en
ge

ინოვაციების განვითარების ფონდი თელავში

კახეთი. ინოვაციების განვითარების ფონდმა პროექტის „სახელმწიფო სამი ნული რეფორმების ახალი ტალღა" – ფარგლებში, თელავში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
პროექტის ორგანიზატორების თქმით, შეხვედრაზე ახალგაზრდების წინაშე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ინოვაციების განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერის, პაატა მანჯგალაძეს თქმით, პროექტი 63 მუნიციპალურ ერთეულს მოიცავს და მასში გაერთიანებულია 15 ათასამდე ახალგაზრდა, რომლებიც თავიანთ რაიონსა თუ ქალაქში არსებული პრობლემების გამოვლენასა და მათი მოგვარების გზებზე მუშაობენ.
,,პროექტის ფარგლებში, ივლისში ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება საზეიმო ღონისძიებები, რის შემდეგაც საქართველოს 3 000 ლიდერი ახალგაზრდა ევროპული სტილის ბანაკებში დაისვენებს. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა გურჯაანსა და დედოფლისწყაროში, ხოლო თელავის შემდეგ უკვე იგეგმება წნორში, ახმეტაში, ლაგოდეხში, ყვარელსა და საგარეჯოში".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023