en
ge

„ახალგაზრდული ქრისტიანული ასოციაციის” შეხვედრა

კახეთი. თელავის ,,ახალგაზრდულმა ქრისტიანულმა ასოციაციამ”, მშვიდობის კორპუსის საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად, თელავში შეხვედრა გამართა. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ორგანიზაციებს მათ ბაზაზე მყოფ მოხალისეებს სხვადასხვა საქმიანობასა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი პაატა აბრამიშვილი აცხადებს, მოხალისეობა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და ეს, ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის მნიშვნელოვანია: ,,ჩვენმა ორგანიზაციამ მშვიდობის კორპუსის საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოხალისეობრივი ინსტიტუტის განვითარებას. პროექტის ფარგლებში, უცხოელი მოხალისეები ქართველებს გაუზიარებენ ამ კუთხით საკუთარ გამოცდილებას, რაც ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია’’.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023