en
ge

დისკუსია სოციალურ საცხოვრისზე

აჭარა. 15 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში" „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" აჭარაში სოციალური საცხოვრისის პოლიტიკასთან დაკავშირებით დისკუსია გამართა. ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სოციალური საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამებში აღმოჩენილ ნაკლოვანებებსა და ხარვეზებზე ისაუბრეს.
პროგრამების პოტენციურ მოსარგებლეებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საჭირბოროტო კითხვებზე პასუხები მიეღოთ ქალაქ ბათუმის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარისგან, აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატებისგან, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებისგან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლისგან.
დისკუსიაში მონაწილეობა მსხვილი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა, სოციოლოგებმა, ურბანისტებმა და არქიტექტორებმა მიიღეს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)