en
ge

ტრენინგები მთიან რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის...

იმერეთი. 24 – 29 აპრილის ჩათვლით ამბროლაურისა და ცაგერის ბენეფიციარ ქალბატონებს, „მეწარმე ქალთა ფონდის" პროექტის: „ქალთა გაძლიერება საქართველოს მთიან რეგიონებში" – ფარგლებში, ქუთაისში ტრენინგები ჩაუტარდათ. მისი თემა იყო: „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები”. ტრენინგები, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და მხარდაჭერით მოეწყო, „მეწარმე ქალთა ფონდის" მიერ იყო ორგანიზებული. გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების” საკითხების განხილვაში ამბროლაურიდან 17, ცაგერიდან კი 19 ბენეფიციარი მონაწილეობდა. სამ-სამდღიან ტრენინგებს რაჭისა და ლეჩხუმის რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
წყარო: მეწარმე ქალთა ფონდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023