en
ge

ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

რიგაში გაიხსნა კონფერენცია, რომლის მონაწილეები ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის კუთხით საქართველოს მიერ დღეისათვის მიღწეულ პროგრესის შესახებ საუბრობენ. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საერთაშორისო გამჭვირვალობის საქართველოსა და ლატვიის ბიუროები და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო".
როგორც ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, მონიტორინგის მიზანია, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაში საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაზრდა და რეფორმების წახალისება: „სამოქალაქო საზოგადოება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას უყურებს, როგორც ქვეყნის განვითარების სამოქმედო გეგმას. ევროკავშირი ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირეა გამოწვევებით სავსე გარემოში რეფორმების გატარების ხელშეწყობის თვალსაზრისით".
სრულად...
წყარო: ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)