en
ge

აქცია – „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე”

აჭარა. 19 მაისს საქველმოქმედო აქციაში „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" რეგიონში მოქმედი 16 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამოწვევა და აქციაში მონაწილეობის მისაღებად თავად, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გამოიწვიეს. ღონისძიება ჩატარდა სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში. კვირეული 18-28 მაისს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს გააცნობენ საკუთარ საქმიანობას. გაიმართება საქველმოქმედო, მოხალისეობრივი და ადვოკატირების ღონისძიებები. ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორები არიან „დემოკრატიის ინსტიტუტი" და „ბორჯღალი" . კვირეული ორგანიზებულია ,,სიდას” და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. კვირეული თანაორგანიზებულია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)