en
ge

აქცია ოზურგეთში

გურია. 20 ნოემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ბაზაზე არსებულ ახალგაზდული ცენტრის წევრებმა ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი დღე აქციით აღნიშნეს.
აქციის მონაწილეები ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის საპრეზენტაციო დარბაზში შეიკრიბნენ, სადაც თავიანთ სკოლებში დაზადებული ბანერები ერთ დიდი ტრანსფარანტად გააერთიანეს. ამასთანავე, მოისმინეს მცირე სემინარი ბავშვების ძალადობისგან დაცვის აუცილებლობის და ამ დღის მნიშვნელობის შესახებ.
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირიდან მოეწყო ორგანიზებული მსვლელობა ოზურგეთის ქუჩებში. მსვლელობა ჭადრების ბაღში დასრულდა, სადაც მოაწყვეს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული, „ლიდერთა სკოლის" მიერ მომზადებული ანიმაციური რგოლების ჩვენება.
პარკში შეკრების შემდეგ,  მოხალისეები ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის საპრეზენტაციო დარბაზში დაბრუნდნენ, სადაც მათთვის გაიმართა მხატვრული ფილმის: „უკანასკნელი გაკვეთილის" ჩვენება და განხილვა.
აქციაში  მონაწილეობა მიიღო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 15-მდე სკოლამ.
ახალგაზრდული ცენტრი ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე ფუნქციონირებს  პროგრამის  „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში"  ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და განმახორციელებლი ორგანიზაციაა საქართველოს გაეროს ასოციაცია.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)