en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების მისია

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში, კახეთში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამართეს არაფორმალური შეხვედრა სახელწოდებით: „რა მისია აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს."
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობისთვის წარმოდგენილი ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობა და მათსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოების წევრებმა, რომლებიც არ არიან პირდაპირ დაკავშირებული სამოქალაქო ორგანიზაციების პროექტებთან და არ ფლობენ ინფორმაციას მათი საქმიანობის შესახებ.
შეხვედრის ბოლოს კი, არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ისაუბრეს მათმა მოსარგებლეებმა, პროექტების მონაწილეებმა და პარტნიორებმა. თითოეული ორგანიზაციისთვის გამოყოფილი იყო სპეციალური სივრცე, სადაც განათავსეს ინფორმაცია საკუთარი ორგანიზაციის შესახებ და უპასუხეს საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებს მათი საქმიანობის შესახებ.
შეხვედრის ფასილიტატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია - რეგიონალური განვითარების ცენტრი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023