en
ge

აქცია ახალციხეში...

სამცხე–ჯავახეთი. ,,ერთად მოვნიშნოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელმისაწვდომი ადგილები”– ამ სახელწოდებით, ახალციხის ცენტრალურ პარკში, ასოციაცია „ტოლერანტმა" აქცია გამართა. მასში მონაწილეობა ორგანიზაციის მოხალისეებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. აქტივობის მიზანი შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი რესტორნების, მაღაზიებისა და კაფეების რუკაზე მონიშვნა იყო. მოხალისეობრივი აქცია სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში გაიმართა. კვირეულის მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართვა და ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობაა. ღონისძიებებს ორგანიზებას სამოქალაქო განვითარების სააგენტო და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი უწევენ. კვირეული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023