en
ge

ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული შეხვედრა

თბილისი. 3-4 ივნისს ჩატარდება ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული შეხვედრა, რომლის ჩატარებაც ხელმძღვანელმა კომიტეტმა გადაწყვიტა მექსიკაში ყოველწლიური შეხვედრის დროს.
ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონალური შეხვედრები წარმოადგენს საშუალებას დელეგატებისათვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის, ასევე საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის და მეცნიერთა საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. შეხვედრაზე, როგორც წესი, განიხილება ღია მმართველობის პარტნიორობის აქტუალური საკითხები და წევრი ქვეყნების ახალი სამოქმედო გეგმები.
„ღია მმართველობის პარტნიორობა" (OGP) 2011 წელს დაფუძნებული საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის გამჭვირვალობის, ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას. დღეისათვის ინიციატივის წევრია მსოფლიოს 65 ქვეყანა. თითოეულ ქვეყანაში ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი თანამშრომლობს ღია მმართველობასთან დაკავშირებული რეფორმების გასატარებლად.
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023