კახეთი. წნორში, 31 მაისს, ფესტივალი „ქიზიყური გაზაფხული" გაიმართა, რომლის ორგანიზატორიახალგაზრდული გაერთიანება „სამოქალაქო ინიციატივა" იყო. ფესტივალი სლოგანი იყო: „ერთად აღვადგინოთ წნორის კულტურის სახლი".
,,ფესტივალის ფარგლებში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია მოიხატა, მოეწყო თოჯინების თეატრის წარმოდგენა ღია ცის ქვეშ; უკრავდა ბენდი, მოეწყო ნახატების გამოფენა, უხმო კინო დიდ ეკრანზე, ასევე, გამოიფინა წნორის კულტურის სახლის არქივში დაცული მასალები. მოხდა ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე ღია ცის ქვეშ და ასევე, სპორტული აქტივობები. მოვაწყეთ ღია კაფე - ტრადიციული და არატრადიციული კერძებით და უფასო კომპოტით", ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი.