en
ge

აფბა: „ანტიკრიზისული საბჭოს როლი და ფუნქციები გასაზრდელია“

თბილისი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია თვლის, რომ საქართველოში რადიკალურად უნდა შეიცვალოს კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციები. „ეს ინსტიტუტი, გარკვეულად პოლიტიკურ დაპირისპირებათა კონტექსტში ჩამოყალიბდა და, აქედან გამომდინარე, მისი როლი ბოლომდე არ იქნა გააზრებული. ეს 13 ივნისის მოვლენამაც დაადასტურა. გასაძლიერებელია საბჭოს საკოორდინაციო ფუნქცია, ის უნდა იძლეოდეს განკარგულებებს, მასთან უნდა იყრიდეს თავს ყველა ინფორმაცია და თვითონ უნდა იყოს საზოგადოების ინფორმირების ერთადერთი წყარო. ამასთან, ასაწყობია იერარქიული სისტემაც. საბჭო ვერ შეცვლის სამინისტროებს და მერიებს, მაგრამ სტიქიის პერიოდისთვის ავტომატურად უნდა ერთვებოდეს მინისტრის რომელიმე მოადგილე საქმიანობაში და უნდა უზრუნველყოფდეს უწყებების მაქსიმალურ ჩართულობას", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: afba.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023