en
ge

აშშ–ის მთავრობა საქართველოს აღდგენით სამუშაოებში დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა. აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) მეშვეობით მზად არის სხვადასხვა აღდგენითი სამუშაოებით დაეხმაროს საქართველოს მთავრობას და თბილისს, სადაც 13-14 ივნისს წყალდიდობამ შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე და გაანადგურა ზოოპარკი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან კოორდინაციის შემდეგ, მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში USAID-ის მოწვევით თბილისში ჩამოვა აშშ-ის სატყეო სამსახურის ბუნებრივი რესურსების ორი ჯგუფი. მომავალ კვირას ჩამოდის პირველი ჯგუფი, რომლის წევრები არიან გეოტექნიკური ინჟინერი, მდინარის აუზის სპეციალისტი და ჰიდროლოგი. ისინი შეაფასებენ სტიქიის ზონას და საქართველოს მთავრობას მისცემენ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეამცირონ მომავალი რისკები მოკლე ვადებში. ორი-სამი კვირის შემდეგ კი ჩამოვა მეორე ჯგუფი, კერძოდ ზოოპარკის სპეციალისტები. ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებს თბილისის ზოოპარკის ადგილმდებარეობის და მოდერნიზების შესახებ.
აშშ-ის მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან კოორდინირებულ მუშაობას, რათა ზუსტად განისაზღვროს წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებები.
წყარო: აშშ–ის საელჩოს ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023