en
ge

დისკუსია ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში

კახეთი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინიციატივით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობის, ღიაობის და მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერის მიზნით შეხვედრა გაიმართა. მას არასამთავრობო ორგანიზაციების, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები და უნივერსიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენელის, დავით მაისურაძეს თქმით, შეხვედრის მიზანს პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში საჯარო დისკუსიების მოწყობა, საპარლამენტო საქმიანობის ღიაობისა და სამოქმედო გეგმის განხილვა წარმოადგენდა.
„ჩვენი ორგანიზაცია გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ახორციელებს საპარლამენტო ღიაობის ხელშეწყობის პროექტს. ამისათვის შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელს უწყობს საპარლამენტო ღიაობის პრინციპების დანერგვას და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. სამოქმედო გეგმა საბოლოო ჯამში უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა. ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. მოხარული ვართ, რომ თელავის უნივერსიტეტში სტუდენტებთან და თანამშრომლებთან გავმართეთ საჯარო დისკუსია და განვიხილეთ საპარლამენტო საქმიანობის ღიაობის და სამოქმედო გეგმის დეტალები", განაცხადა დავით მაისურაძემ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023