en
ge

2013–2015 წლებში ავღანეთში დაღუპული და დაჭრილი ქართველი სამხედროები

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, თავდაცვის სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2013–2015 წლებში ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისას დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. იგი ასევე მოიცავს ინფორმაციას მათი ოჯახებისათვის გაწეული ფინანსური დახმარებების შესახებ. როგორც აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, „ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე დიდი დანაკარგი 2013 წელს განიცადა, როდესაც დაიღუპა 10 და დაიჭრა 137 სამხედრო მოსამსახურე. 2014 წელს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას დაიჭრა საქართველოს 7 სამხედრო მოსამსახურე.
... ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობას იღებენ 2009 წლის ნოემბრის თვიდან. ზემოთ წარმოდგენილ მონაცემებთან ერთად, განვლილ წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული და პრესაში გავრცელებული ავღანეთში დაღუპული და დაჭრილი საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ცნობები საშუალებას გვაძლევს, წარმოგიდგინოთ სრული მონაცემები 2010 წლიდან 2015 წლის აპრილის თვემდე აღნიშნულ მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გაწეული მსხვერპლის შესახებ, რაც მოიცავს 29 დაღუპულ და 274 დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს", ნათქვამია ორგანიზაციის პუბლიკაციაში.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023