en
ge

სიმულაციური თამაშები და ინტეგრაცია

სამცხე-ჯავახეთი. 24 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალგაზრდები სამოქალაქო პროგრესისკენ", სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის" მოსწავლეებისთვის სიმულაციური თამაშების ციკლი ჩაატარა და მოაწყო დისკუსია ინტეგრაციის თემაზე. შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. მას „მომავლის თაობის" მოსწავლეები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ინტეგრაციის საკითხებზე და უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარება პრაქტიკული სავარჯიშოებით. „მომავლის თაობის" მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ საინტერესო თემებს. ასევე საინტერსო იყო მათი მოსაზრებები და გადაწყვეტილებები, რომელიც ამ სიმულაციურ თამაშების დროს გამოიკვეთა", – თქვა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორმა მზია ინასარიძემ. არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალგაზრდები სამოქალაქო პროგრესისკენ" მსგავსი შეხვედრები უკვე გამართა წალკასა და მარნეულში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023