en
ge

შეხვედრები საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე

კახეთი. საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების პროექტის ფარგლებში, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გურჯაანში შეხვერებს მართავს. 
შეხვედრაზე განიხილავენ საგზაო-სატრანსპორტო სფეროში არსებულ მდგომარეობასა და მედიის როლს საგზაო უსაფრთხოების განვითარების კუთხით. გელა კვაშილავა, ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის": ,,შეხვედრებზე ვსაუბრობთ გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე თუ რა მიზეზით ხდება ავარიები კახეთში. კახეთის რეგიონში სკოლებშიც ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს, თემები ეხება გზებზე არსებული ძირითად რისკ ფაქტორებს, როგორიცაა: უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა, მაღალი სიჩქარით ავტომობილის მართვა, მობილური ტელეფონის გამოყენება მანქანის მართვის დროს, ქვეითების უსაფრთხოება, ფეხით მოსიარულეთა დაბალი განათლება, ნასვამობა, გადაღლილ მდგომარეობაში მანქანის მართვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითები".
პროექტი ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის", მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტთან ერთად.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)