en
ge

გამჭვირვალობა: სახელმწიფო შესყიდვების კონკურსის წესი მარტივდება

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს ახალ ბლოგს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებს ეხება. შესაბამისი კანონის თანახმად, კონკურსი ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული, სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული მეთოდია, რომელიც საპროექტო მომსახურების შესყიდვისთვის გამოიყენება. გამჭვირვალობის ინფორმაციით, „ტენდერებისგან განსხვავებით, კონკურსის მეშვეობით შესყიდვები ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდის ავლით. ეს პროცესი ნაკლებად გამჭვირვალეა, რადგან ელექტრონულად არ ტარდება და არც კონკურსის შედეგების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობს... 1 ივლისს ამოქმედდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ახალი ბრძანებაც კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ახალი წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ. ეს ერთმნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და კონკურენციის გაუმჯობესების კუთხით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიესალმება პროგრესს საკანონმდებლო დონეზე და იმედს იტოვებს, რომ პრაქტიკა თანხვედრაში იქნება ახალ რეგულაციასთან და ელექტრონული კონკურსები რეალურად გამოასწორებს არსებული სისტემის ხარვეზებს"...
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)