en
ge

ძველი ქალაქების თანამედროვე იერსახე

კახეთი. თელავში მიმდინარეობს გამოფენა „ძველი ქალაქების თანამედროვე იერსახე", რომელსაც ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) აფინანსებს.
პროექტის მიზანია, გამოავლინოს სხვადასხვა ქალაქის, ისტორიული ძეგლის მდგომარეობა და ცვლილებები ფოტოების საშუალებით. გამოფენა იმართება ოთხ ქალაქში: თელავში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში.
პროექტ „ძველი ქალაქების თანამედროვე იერსახის" მენეჯერის, ირინა ქართველიშვილის განცხადებით, საქართველოში ურბანული განვითარების პრობლემების აქტუალობამ განაპირობა ამ პროექტის განხორციელება. მისივე განმარტებით, პროექტი იმ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შენობების მდგომარეობის შესახებ ფოტოების სახით უტყუარი ფაქტები დარჩება.
,,ამ საკითხებზე NIMD-ის სკოლაში დისკუსიაც იგეგმება და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ურბანული განვითარებისა და ურბანული განვითარების კონტექსტში შესული შენობების იერსახის შენარჩუნებას. აქ არ იგულისხმება მხოლოდ კონკრეტული შენობის იერსახის შენარჩუნება, არამედ ისტორიულ უბანში არ შეიძლება აშენდეს კონტექსტიდან ამოვარდნილი თანამედროვე სტილის შენობები, რაც ხშირად ხდება სხვადასხვა ქალაქში. აღნიშნული პრობლემა მეტ-ნაკლებად არსებობს ყველა სხვა ქალაქში და მათ შორის თელავშიც”, - განუცხადა ირინა ქართველიშვილმა.
ფოტოგრაფი გიორგი ბეჟანიშვილი აცხადებს, რომ გამოფენაზე წარდგენილი ფოტოების ნაწილი თავად გადაიღო, ნაწილი კი არქივსა და ძეგლთა დაცვის სერვერულ სააგენტოში მოიძია.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023