en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციები შეხვედრებს იწყებენ მაღალმთიან აჭარაში...

აჭარა. 7 და 8 ივლისს, თბილისში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს შეხვდებიან. შეხვედრაზე ისაუბრებენ იმ საკითხებზე, რომლებიც მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებს და მათ კეთილდღეობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს, გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები თავის მხრივ მოსახლეობას საკუთარ საქმიანობას გააცნობენ და მათი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა საკითხზე გაუწევენ კონსულტაციებს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI-G), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI ACCESS).
შეხვედრების განრიგი:
7 ივლისი, 11:00 საათი - სოფ. ოქრუაშვილები, ხულოს მუნიციპალიტეტი
16:00 საათი - სოფ. ნიგაზეული, შუახევის მუნიციპალიტეტი
8 ივლისი, 12:00 საათი - სოფ. ვაიო, ქედის მუნიციპალიტეტი
16:00 საათი - სოფ. მერისი, ქედის მუნიციპალიტეტი.
სრულად...
წყარო: ეკონომიკური კვლევის ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023