თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ანიკაში" სექტემბრიდან დებატების კლუბი შეიქმნება. დებატების კლუბები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს და მის პოპულარობას ხელს უწყობს მისი თამაში ფორმა, რომელიც ახალგაზრდებს მნიშვნელოვან უნარ–ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.
კლუბში გაწევრიანებულ ახალგაზრდებს სამომავლოდ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ დებატების ეროვნულ და საერთაშორისო ფორუმებში, რომლებიც მუდმივად იმართება საგანმანათლებლო დებატების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელის IDEA–ს ეგიდით.
დებატ კლუბის პრეზენტაცია ორგანიზაცია „ანიკაში" უკვე გაიმართა. მისი ინიციატორია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყებს.
წყარო: „ანიკას" ვებგვერდი სოციალურ ქსელში