en
ge

გამჭვირვალობა შსს–ს რეფორმის შესახებ

თბილისი. საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 8 ივლისს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონპროექტს და მის თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებებს. ამ საკითხზე საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო თავის მოსაზრებებს აქვეყნებს.
ორგანიზაციას შენიშვნები აქვს როგორც კანონპროექტის შემუშავების პროცესთან, ასევე მის შინაარსთან დაკავშირებით, „მათ შორის: უსაფრთხოების სამსახურში ჭარბი ძალაუფლების კონცენტრირება და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფუნქციათა დუბლირება, უსაფრთხოების სამსახურის დაბალი გამჭვირვალობის სტანდარტი და გარე კონტროლის სუსტი მექანიზმები, უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის ფარგლები სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო სტრუქტურებზე, ე.წ. „ოდეერების" ინსტიტუტის ფორმალური ფორმირება და ფარული თვალთვალი მიყურადების უცვლელი პრობლემებით. სწორედ ამ პრობლემების გამო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" რეფორმას დადებითად ვერ შეაფასებს", ნათქვამია გამჭირვალობის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023