en
ge

„გავიგოთ მეტი შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ”

აჭარა. 14 ივლისს, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი კავშირის „პროგრესის" ორგანიზებით, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საკრებულოს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განხილეს შშმ პირებთან დაკავშირებული ტერმინები და სტერეოტიპები, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა და სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრის მონაწილეებმა მომხსენებლებთან ერთად იმსჯელეს ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების შესახებ. შეხვედრის ბოლოს კი აუდიტორია ჩაერთო სიტუაციურ ამოცანებში, რის საფუძველზეც თეორიულად მიწოდებული ინფორმაციის პრაქტიკული ანალიზის შესაძლებლობა მიეცათ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023