en
ge

პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა

თბილისი. 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა" დამტკიცდა. პროექტი შემუშავდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა" შედეგად, რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროგრამის „საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება" ნაწილია.
„შეგახსენებთ, ეს არის ის პროგრამა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება და საქართველოს მთავრობა აქტიურად არის ჩართული. საქართველოში იყო ძალიან სერიოზული წარმომადგენლობითი კონფერენცია თვენახევრის წინ. პარლამენტი ჩართულია ამ პროცესში. ჩვენ, ჩილეს პარლამენტთან ერთად ვართ ერთ-ერთი მოწინავე პარლამენტი ამ ნაწილში. სექტემბერში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში, მერე მექსიკაში მსოფლიო ფორუმია ამ საკითხებზე. ასევე პარლამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც დარიგებულია", განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023