en
ge

შეხვედრა „მომავლის ბანაკში“

სამეგრელო. „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" დირექტორის მოადგილემ თამარ მედულაშვილმა ანაკლიაში „მომავლის ბანაკში" საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას 285 მოსწავლე ესწრებოდა, რომლებმაც ქვეყნის ევროპულ ღირებულებებებსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და ახალგაზრდებისთვის გახსნილი ახალი შესაძლებლობები.
შეხვედრაზე ბანაკის მონაწილეებმა ნახეს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა ევროპაში". ფილმის ჩვენების შემდეგ შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის დასასრულს მოეწყო ვიქტორინა და გამარჯვებულ მოსწავლეებს წამახალისებელი პრიზები გადაეცათ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023