en
ge

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის წინადადება გაითვალისწინა

თბილისი. 2014 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში „სასამართლოს მეგობრის" (Amicus Curiae) ინსტიტუტის შემოღებას. საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება და 2015 წლის 3 ივლისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს დაემატა 161 მუხლი. აღსანიშნავია რომ, „სასამართლოს მეგობრის" ინსტიტუტს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინერგა და კონტინენტური ევროპის სამართლებრივ სისტემაში წარმატებით მოქმედებს, აქტიურად იყენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)