en
ge

ბავშვთა პერსონალურ მონაცემთა დაცვა პენიტენციურ სისტემაში

თბილისი. 29 ივლისს, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საჭიროებაზე და ხარვეზების აღმოფხვრაზე იმსჯელეს სახალხო დამცველის ოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის და სხვა სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 6 თვის მანძილზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის" ფონდის მხარდაჭერით, პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ანალიზს ახორციელებდა. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობას.
"ჩვენ დღეს განვიხილავთ როგორც კანონქვემდებარე აქტების მიღების და მათთან დაკავშირებით ორგანიზაციასა და სამინისტროსთან თანამშრომლობის პროცესს, ასევე, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დებულების პროექტს, ახლადდამტკიცებული ანალიტიკური დეპარტამენტის დებულებას და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს. ვსაუბრობთ ადვოკატირების შედეგებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რაც დგას ნორმატიული აქტების დახვეწის თვალსაზრისით", აცხადებს ტატო ქელბაქიანი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
სრულად...
წყარო: www.osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)