en
ge

გამჭვირვალობა - ტურისტული ქალაქების შემოსავლების მეოთხედი აზარტულ თამაშებზე მოდის

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აზარტული თამაშების შესახებ მეორე ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად: „ეს ბიზნესი საკმაოდ კარგადაა საქართველოში განვითარებული და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორიც არის. აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვამ 2014 წელს 658 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ამ ბიზნესში ჩართული კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა (საშემოსავლო, დღგ, მოგების) და მოსაკრებლებმა 177.5 მლნ ლარს მიაღწია, რაც ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების 2.3%-ია.
გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი ბევრი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად, 2014 წელს საქართველოს 6 დიდი ქალაქისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული თანხები საკუთარი შემოსავლების საშუალოდ 24%-ს შეადგენდა." ანგარიში მოიცავს ასევე ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023