en
ge

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI შსს-ს წინააღმდეგ

თბილისი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შსს-ს სააპელაციო საჩივარი IDFI-ის წინააღმდეგ, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე. „სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ვალდებულება სრულყოფილი სახით გაეცა ინფორმაცია 2013 წელს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ თვეების მიხედვით, ცალ–ცალკე სახელებისა და გვარების მითითებით. ... მოსამართლემ განმარტა, რომ მონაცემთა დაცვის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და კონვენციის საფუძველზე სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა საჯარო ინტერესის გათვალიწინებით დაადგინოს ბალანსი აღნიშნულ უფლებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)