en
ge

„შემოქმედებითი ევროპის“ ქვეპროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

თბილისი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის" („Creative Europe”) კულტურის ქვეპროგრამის (Culture Office) საინფორმაციო შეხვედრა. სადაც განიხილეს თანამშრომლობის პროექტების დაფინანსების პრიორიტეტები და პირობები.
საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველია, რომელიც ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის" წევრი გახდა.
„შემოქმედებითი ევროპა" ევროპული კინოს, კულტურისა და კრეატიული სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა და მიზნად ისახავს მათი როლის გაზრდას ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. 2014-2020 წლებზე გათვლილი 1,46 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, პროგრამა მხარს დაუჭერს ათასობით ხელოვანს, კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ გამომსახველობითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლებს. დაფინანსების მეშვეობით კულტურის სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებს შეეძლებათ, იმუშაონ ევროპის მასშტაბით, წარდგნენ ახალი მაყურებლის/მსმენელის წინაშე და განავითარონ ციფრულ ერაში საჭირო უნარები. ევროპული კულტურის ნიმუშებისათვის სხვა ქვეყნების მაყურებლის/მსმენელის წინაშე წარდგენის მხარდაჭერით პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებას.
6 აგვისტოს, კულტურის ქვე-პროგრამის ფარგლებში, დაიწყო თანამშრომლობის პროექტების (Cooperation Projects) მიმართულებით პროექტების მიღება.
სრულად...
გამოცხადებული კონკურსის შესახებ...
წყარო: culture.gov.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)