en
ge

IDFI: ინფორმაციის გავრცელების ელექტრონული ფორმატები

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ინფორმაციის გავრცელების ფორმატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტაცია ადვილად დასამუშავებელ ფორმატში უნდა იყოს გამოქვეყნებული და PDF (Portable Document Format) ფორმატის ნაცვლად უპირატესობა უნდა მიენიჭოს HTML (HyperText Markup Language) ელექტრონულ ფორმატს.
„საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის 3.1 ქვე-თავში მითითებული ვალდებულება - პარლამენტის ვებ-გვერდზე დოკუმენტების ადვილად დამუშავებად ფორმატში განთავსებაზე, 2016 წლის ივლისში უნდა დასრულდეს. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულებით პარლამენტის ვებ-გვერდზე PDF ფორმატში გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მინიმუმამდე დაყვანა გაამარტივებს მოქალაქეთა წვდომას დოკუმენტაციაზე და ხელს შეუწყობს საპარლამენტო ინფორმაციის უკეთ აღქმასა და შემდგომ გამოყენებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)