en
ge

„პოლიტიკის სკოლა“ გრძელდება

სამცხე-ჯავახეთი. ახალციხეში პროექტი „პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად" გაიხსნა. „პოლიტიკის სკოლა” წარმატებით განხორციელდა ქალაქ რუსთავში და პროექტის ფარგლებში სკოლების ეტაპობრივი განხორციელებაა დაგეგმილი საქართველოს დანარჩენი რეგიონის თვითმმართველ ქალაქებში: ახალციხე, თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ბოლო სამი წლის მანძილზე გამართულ საერთო არჩევნებში მონაწილე 15 პოლიტიკური პარტიის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური) 200-ზე მეტი რეგიონული წარმომადგენელი და აქტივისტი. პროექტი დემოკრატიის და განვითარების ცენტრის (CDD) მიერ ხორციელდება.
წყარო: cdd.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023