en
ge

გამჭვირვალობა: საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა დაუშვებელია

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას. განცხადების თანახმად, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა.
„მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, პატივი სცენ საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს და თავი შეიკავონ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ისეთი განცხადებების გავრცელებისაგან, რაც საფრთხეს შეუქმნის მათი და მთლიანად სასამართლო სისტემის მიუკერძოებელ და ეფექტურ საქმიანობას. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მითითებული მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები და ამ ქმედებებში ჩართული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)