en
ge

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ბათუმის საკრებულოს

თბილისი. სახალხო დამცველმა ბათუმის საკრებულოს რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაცია შეეხება ცვლილებების შეტანას „ქალაქ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების საფასურისა და ელექტრო ავტობუსით (ელექტროკარით) მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ". სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს „სატარიფო სისტემის შემუშავება უცხო ქვეყნის, მათ შორის მოქალაქეობის არმქონე პირების და საქართველოს მოქალაქეთა შორის თანასწორობის პრინციპის დაცვით".
„განსახილველ შემთხვევაში, განსხვავებული მოპყრობის დადგენა ეფუძნება იმ შეხედულებას, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებთან შედარებით, მატერიალურად უკეთ არიან უზრუნველყოფილნი და მეტი თანხის გაღების შესაძლებლობა აქვთ. აღნიშნული კი არის წინასწარ ჩამოყალიბებული, სტერეოტიპული შეხედულება, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ დასაბუთებას", ნათქვამია ომბუდსმენის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023