en
ge

„ერთი ფანჯრის“ პრინციპის შეხვედრა

შიდა ქართლი. გორში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ,,ერთი ფანჯრის” პრინციპის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და მათი ოჯახების პრობლემების განხილვას და გადაჭრის ხელშეწყობას. შეხვედრაზე განიხილეს საზღვრისპირა სოფლებში ქორდში, კირბალსა და ახალსოფელში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობა. ოჯახების ძირითად პრობლემას წარმოადგენს დაზიანებული საცხოვრებელი სახლი, სოციალური დახმარების შეწყვეტა ახალი მეთოდოლოგიის შედეგად, ჯანმრთელობის პრობლემები. პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში" ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ ტასოსთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023