თბილისი. 2015 წლის ღია მმართვლეობის პარტნიორობის გლობალურ სამიტზე სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის წარმომადგენელები შეიკრიბნენ. სამიტში მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, მათ შორის არიან IDFI-ის დელეგატები.
„OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების დღეზე IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სესიაში ,,საკანონმდებლო ორგანოს პარტნიორობაში ჩართვის საუკეთესო გზები". სესიის მიზანს წარმოადგენდა საერთო ხედვის ჩამოყალიბება სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და პარლამენტის ურთიერთობისთვის, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება საპარლამენტო ღიაობის ქსელის შექმნა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge