en
ge

პროექტის პრეზენტაცია

2 ნოემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის პროექტის „არტ-თერაპია - პატიმართა რეაბილიტაცია" შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანი იყო პატიმრების შფოთვისა და სტრესის შემცირება, ასევე თვითშეფასების ამაღლება. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები არადირექტიული იყო და თავისუფალი ნების გამოვლენას ეფუძნებოდა. შეხვედრაზე გამოფენის სახით წარმოდგენილ იქნა პატიმართა მიერ შესრულებული ნახატები. შეხვედრას ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და ხელოვანები ესწრებოდნენ. პროექტი განხორციელდა GCRT-ის მიერ, ევროკავშირისა და GIP-ის ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023