en
ge

ჩატარდა შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის III მოდული

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა „შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის" პროგრამის ფარგლებში შერჩეული ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის გორში, ქუთაისსა და ბათუმში მესამე - „პროექტის ციკლის მართვის" მოდული გამართა. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ციკლის მართვის საფეხურებისა და არსებული გამოწვევების სიღრმისეულად გაანალიზებასა და საჭირო ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის მიღებას.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა პროექტის მიმდინარეობის შესახებ, გაეცნენ რა უნდა გაკეთდეს თითოეულ ფაზაზე და რომელი ინსტრუმენტების დახმარებით არის შესაძლებელი ეფექტური მართვა. მათ პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით გაიაზრეს შემდეგი ინსტრუმენტები: ვენის დიაგრამა, დაინტერესებული მხარეების ანალიზი, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების ხე, რისკების ანალიზი და ა.შ. მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მსვლელობისას არსებული ძირითადი შეზღუდვები და მენეჯერისთვის საჭირო მახასიათებლები. ისინი ასევე გაეცნენ იმ დოკუმენტების ნიმუშებს, რომლებიც საჭიროა პროექტის მართვისას.
„შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის" პროგრამა შემუშავებულია მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით და აგებულია თანამედროვე მეთოდებისა და სტანდარტების საფუძველზე. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს „Bread for the World".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023