en
ge

ინიციატივა ,,ხელი-ხელს“

შიდა ქართლი. გორის მესამე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „მედიატორის" წევრებმა ადგილობრივი ერთ–ერთი მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად გამართეს საქველმოქმედო აქცია ინიციატივის –  „ხელი–ხელს" – ფარგლებში. საქველმოქმედო აქცია სკოლაში 3 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. ინიციატივის „ხელი-ხელს" ფარგლებში განხორციელებული შემოწირულობის შეგროვებაში პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს მშობლებმაც. სამოქალაქო კლუბის წევრების თქმით, აქცია ერთჯერადი არ იქნება და ამ ოჯახზე დახმარება შემდგომშიც   გაგრძელდება.
სამოქალაქო კლუბის წევრები და მასწავლებლები და მოსწავლეები ეწვივნენ სოციალურად დაუცველ ოჯახს და გადასცეს  აქციის ფარგლებში შეგროვილი საჩუქრები.  

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)