თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციების „ახალგაზრდა ადვოკატები", „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი", „პოზიცია", „ადამიანი, კანონი, თავისუფლება", „ახალგაზრდული ცენტრისა" და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას" წარმომადგენლებმა, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან, სოლიდარობის აქცია გამართეს.
„ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ქართული საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი გმობს საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლნენ. „ტერორიზმი წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოწვევას. დემოკრატიული ძალები და დემოკრატიული ქვეყნები წინ უნდა აღუდგეს იმ ბოროტებას, რომელსაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფო" ახორციელებს”, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.barristers.ge