en
ge

„თემის” საზოგადოება ღვინისა და ველოტურიზმის ახალ სერვისებს ქმნის

კახეთი. ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ გრემში, თემის სოციალურმა საწარმომ ღვინის საზაფხულო რესტორანი-ტერასა და ადგილობრივი ველოტურისტული ცენტრი გახსნა.
„პროექტის მიზანია, შექმნას ერთი მხრივ, სტაბილური შემოსავლის წყარო, მეორე მხრივ კი - წარმოებისა და სერვისის სფეროებში სოციალური ინტეგრაციის პლატფორმა თემის საზოგადოებისთვის, რომელსაც, ძირითადად, სპეციალური საჭიროების მქონე და სოციალურად დაუცველი ადამიანები წარმოადგენენ.
გარდა ამისა, პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ველოტურები დაფარავს გრემის მიმდებარე სოფლებს, რომლებიც, ურბანიზაციის სხვადასხვა ეტაპების შედეგად მოსახლეობისგან, თითქმის, დაცლილია. ველომარშრუტების ამოქმედება აღნიშნულ სოფლებში მდგრადი და ეკოტურიზმის განვითარებისა და ადგილობრივ მკვიდრთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობებს შექმნის”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: vinoge.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023