აჭარა. 19 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალაქის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს წევრებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გაგრძელდა. აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილების მიერ შემოთავაზებული პროგრამები. საკრებულოში შექმნილმა კომისიამ მერიის მიერ შემოთავაზებულ პროგრამებზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ქვეპროგრამებთან მიმართებით გარკვეულ შენიშვნებზე ისაუბრეს და ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი პროგრამების ალტერნატივის შექმნაზეც იმსჯელეს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)