en
ge

EMC რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის საქმეზე სასამართლოში ჩივის

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის" სახელით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი წარადგინა. „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია" უშედეგოდ ცდილობს რუსთავში, მე-9 მიკრო-რაიონში, მის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე კათოლიკური ეკლესიის მშენებლობისთვის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის მოპოვებას.
„აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, რელიგიური უმცირესობებისთვის საკულტო ნაგებობის მშენებლობის პროცესისთვის ხელის შეშლის ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, დომინანტი რელიგიური ჯგუფისგან მომდინარე წინააღმდეგობის გამო, ხშირად უარს აცხადებენ უმცირესობაში მყოფი რელიგიური ორგანიზაციებისთვის საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვისა და მოწმობის გაცემაზე ან სხვა ფორმებით აჭიანურებენ და ართულებენ მშენებლობის პროცესს", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023