თბილისი. ახალგაზრდა ადვოკატები მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. ამ ინფორმაციის თანახმად, ყოფილი მმართველი პარტიის წევრები, ევროკავშირისგან მოითხოვენ, საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო-მიმოსვლის უფლება.
„საქართველოს მთავრობის სხდომაზე გავრცელებული ინფორმაცია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კანდელაკის მოქმედებების შესახებ უაღრესად შემაშფოთებელია, რაც არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და წარმოადგენს ძირგამომთხრელ საქმიანობას", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: www.barristers.ge