en
ge

გამოფენა: „საპარლამენტო დემოკრატია საქართველოში“

თბილისი. 24 ნოემბერს თბილისში, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა - „საპარლამენტო დემოკრატია საქართველოში" გაიხსნა. სადაც წარმოდგენილია დემოკრატიასთან, დამოუკიდებლობასა და პარლამენტარიზმთან დაკავშირებული, საქართველოს მუზეუმებსა და არქივებში დაცული ისტორიული დოკუმენტებისა და ფოტოების 300-მდე ექსპონატი.
ფოტო-გამოფენა პარლამენტში დამთვალიერებლებისთვის 25 ოქტომბრიდან 8 დეკემბრამდე იფუნქციონირებს და ის საქართველოს პარლამენტის ტრადიციული საექსკურსიო ტურის ნაწილი გახდება.
ფოტო-გამოფენის თანაორგანიზატორები და თანაავტორები არიან: საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭო, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია (ცესკო).
წყარო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023