en
ge

3 დეკემბერი - შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე

3 დეკემბერს, აჭარის მასშტაბით, ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის”, „არტ ვეის”, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით არაერთი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული ორგანიზაციები ბათუმსა და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამიზნე აუდიტორიას 3 დეკემბრის მნიშვნელობასა და შშმ პირთა საკითხებზე ესაუბრნენ. ასევე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კვირეულის შეჯამების კუთხით ფილმის - „ხელშეუხებელნი”-ს ჩვენება გაიმaრთა. ფილმის შემდეგ შშმ პირთა მიმართ მართებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს და პარალელები გაავლეს საქართველოში არსებულ თანამედროვეობასთან. შეხვედრას ახალგაზრდა შშმ პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023