en
ge

ტრენინგი: „ქსელური მუშაობა და მოხალისეობა“

აჭარა. 5 დეკემბერს, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის „ინტელექტის" ორგანიზებით,  მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგ-სემინარი თემაზე „ქსელური მუშაობა და მოხალისეობა".  ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: მოხალისეობისა და ქსელური მუშაობის მნიშვნელობა, როგორ უნდა გავხდეთ მოხალისე... სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს მოხალისეობის წარმატებული პრაქტიკის მაგალითებიც. ტრენინგის მონაწილეებმა გაუზიარეს ერთმანეთს მოხალისეობის გამოცდილება და სამომავლო გეგმები.  ტრენინგს უძღვებოდა მშვიდობის კორპუსის მოხალისე ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტში" ბილ მაკელროი.  ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023