თბილისი. ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ანგარიშს: ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში.
„ინტერნეტის გავრცელების სიმკვრივე კვლავაც იზრდება, თუმცა არსებობს ისეთი დაბრკოლებები, როგორიცაა მაღალი ფასები, მომსახურების დაბალი ხარისხი, შეუფერებელი ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით რეგიონებსა და სოფლებში, მართალია, ინტერნეტ სერვისების 130-ზე მეტი მიმწოდებელია დარეგისტრირებული საქართველოში, მაგრამ ინტერნეტ ბაზარზე დომინანტი პოზიცია ორ ოპერატორს უკავია...", ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
წყარო: idfi.ge