en
ge

პროექტის შედეგების პრეზენტაცია

აჭარა. 11 დეკემბერს, „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრმა" წარადგინა საერთაშორისო პროექტის - „შავი ზღვის რეგიონში სათავგადასავლო ტურიზმის ქსელის განვითარება" შედეგების პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის ფარგლებში და წარმოადგენს რეგიონალურ პროექტს 5 ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით (რუმინეთი, საქართველო, მოლდოვეთი, ბულგარეთი და თურქეთი). პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობების და ბარიერების შესწავლა, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების სტრატეგიის და აქტივობების გეგმის შემუშავება რეგიონისთვის. შეხვედრისას განიხილეს შემდეგი სახის ინფორმაცია: პროექტის აქტივობები და შედეგები, პროექტის ფარგლებში ორგანიზებული კვლევის შედეგები, ასევე, სათავგადასავლო ტურიზმის რეგიონალური სტრატეგია და პროექტის ფარგლებში შექმნილი სათავგადასავლო ტურიზმის საიტი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023