en
ge

ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტის საჯარო განხილვა

აჭარა. 16 დეკემბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ”-ში, ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზოგადოების ნაწილმა, წარმოდგენილი კონცეფცია დაიწუნა. ისინი ფიქრობენ, რომ ამ გეგმის რეალობაში მოყვანის შემთხვევაში, ბულვარი კი არ განვითარდება, არამედ თავის უნიკალურ იერსახეს და ნაწილობრივ ფუნქციასაც დაკარგავს. კონცეფციის მომზადებისთვის უკვე დაიხარჯა 250 ათასი ლარი. მისი ავტორების თქმით კი განხორციელების ხარჯი 4 მლნ ლარს აჭარბებს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა - მირანდა ჩარკვიანმა განმარტა, რომ აღნიშნული შეხვედრის მიზანი სწორედ მოქალაქეთა მოსაზრებებისა და შენიშვნების მოსმენა იყო.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023